უკრაინა: რუსების შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოვიგერიეთ
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლების შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. ამის შესახებ 12 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
ხარკოვის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა რტიშჩევკასა და ზემო სალტოვთან.
სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს აანაზღაუროს პერსონალისა და აღჭურვილობის დანაკარგი.
კრამატორსკის მიმართულებით ოკუპანტებმა შეტევა დაიწყეს ვერხნეკამენსკოეს და ივანო-დარიევკას დასახლებების მიმართულებით. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას და უკრაინელებმა აიძულეს უკან დაეხიათ.
ბახმუტის მიმართულებით მტერმა ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას გორლოვკა - ზაიცევოს მიმართულებით.
შეტევითი ბრძოლები ივანო-დარიევკას, ვიემკას, ბახმუტის, ვესელაია დოლინას და კოდემას დასახლებების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა დამპყრობლებისთვის, მათ უკან დაიხიეს.
ავდეევკას მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მარინკასა და ვოდიანის მახლობლად.
დამპყრობლები ცდილობდნენ შეტევას სპარტაკისა და მარინკას მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. სოფელ პესკის მიდამოებში ბრძოლები გრძელდება.