უკრაინელმა მედესანტეებმა რუსული Su-25 ჩამოაგდეს

24 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების 25-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროებმა რუსული მოიერიშე Su-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრი იუწყება.

"ოკუპანტების ჯავშან თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო სისტემა Игла-ს დახმარებით ჩამოვაგდეთ", - დასძინა საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობამ.

კონკრეტულად სად ჩამოაგდეს თვითმფრინავი, უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 221 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები