უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების Su-34 ჩამოაგდეს
დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დღეს რუსული გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს, პილოტების ბედი ჯერჯერობით უცნობია. ამ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.
"გადასატანი საზენიტო სისტემის ეკიპაჟმა ჩამოაგდო მტრის ჩიტი, როდესაც ის სასაზღვრო სამსახურის მებრძოლების პოზიციებთან გამოჩნდა. მფრინავების ბედი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხარჯებს ორი სრულიად ახალი ლადას (ავტომობილი. - რედ) ღირებულება დაემატება", - ნათქვამია განცხადებაში.
სამსახურში აღნიშნეს, რომ განადგურებული თვითმფრინავის ღირებულება 50 მილიონი დოლარია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს განაცხადა დონეცკის რეგიონში მტრის თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ზუსტდებოდა მისი ტიპი.