უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკეევკა აიღო

13 ნოემბერს, ლუგანსკის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მაკეევკაზე კონტროლი აღადგინეს.

"ახალი ამბები ლუგანსკის ოლქის ფრონტიდან: სოფელი მაკეევკა, სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკის დასახლების თემში, "ლურჯ ზონაში" გადადის. უკრაინელმა სამხედროებმა სოფელზე კონტროლი აღადგინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მაკეევკა ხარკოვის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარეობს.

28 ოქტომბერს ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს ლუგანსკის რეგიონში ყოველდღიურად ერთიდან სამ კილომეტრამდე წინსვლა აქვთ.

12 ნოემბრის მონაცემებით, გაიდაის ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ რეგიონის 11 დასახლება გაათავისუფლა დამპყრობლებისგან.

მსგავსი სიახლეები