უკრაინულმა არმიამ სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და პარტიზანებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
თავდაპირველად წარმატებული ოპერაციის შემდეგ ქალაქში გადაღებული ფოტოები, სამხედროებმა გამოაქვეყნეს, თუმცა მალევე ინფორმაცია დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, დმიტრი ჟივიცკიმ.
უკრაინის მხრიდან ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში 93-ე ბრიგადა მონაწილეობდა, მათ ქალაქში რუსეთის არმიის ელიტარული დანაყოფები დაუპირისპირდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევა წამოიწყეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური მოქმედების შედაგად ისინი ქალაქიდან გაიქცნენ და ადგილზე კუთვნილი შეიარაღება და ტექნიკა დატოვეს.
მასალა განახლებადია.