ვიეტნამში კორონავირუსის ინდური და ბრიტანული შტამის ჰიბრიდი აღმოაჩინეს
ვიეტნამელმა მედიკოსებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამის კომბინიაციაა. ვირუსის ეს ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება ჰაერით.
შარშან ვიეტნამმა ეპიდემია წარმატებით შეაჩერა, თუმცა აპრილის ბოლოდან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. თუმცა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ 6,713 ინფიცირებული და 47 გარდაცვლილია.
“ვიეტნამმა აღმოაჩინა Covid-19-ის ახალი ვარიანტი, რომელსაც გააჩნია ინდური და ბრიტანული ვარიანტის მახასიათებლები. ახალი ვარიანტი ძალიან საშიშია”, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუიენ ტან ლონგმა.
ლონგის თქმით, ვირუსის ახალი შტამი ბევრად სწრაფად ვრცელდება. სწორედ ეს არის ვიეტნამის სხვადასხვა ნაწილებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზი.