ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
დონბასში, ფრონტის ხაზზე ვითარების ესკალაციის ფონზე, ადგილზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებს.
"სახელმწიფოს მეთაური მოინახულებს მოწინავე პოზიციებს, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სადაც მტრული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ სამშობლოს დამცველები",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფისში ასევე აღნიშნეს, რომ ზელენსკი დონბასში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის რანგში იმყოფება, რათა მხარი დაუჭიროს და აამაღლოს მებრძოლების სულისკვეთება.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატურად იძაბება. პრაქტიკულად აღარ მოქმედებს ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
უფრო მეტი დონბასში შექმნილ ვითარებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.