ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯ ბუშს ესაუბრა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„პატივი მქონდა რამდენიმე წუთით მესაუბრა ჩვენი დროის ჩერჩილთან“, - წერს ბუში Twitter-ზე.
„ზელენსკიმ დამიდასტურა, რომ პუტინის ბარბაროსობის და არამზადობის წინააღმდეგ ბრძოლაში არ შედრკებიან“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
ომის დაწყების შემდეგ ბუშმა რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო და აშშ-ს მთავრობა კიევის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.