ვუჩიჩმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა
სერბეთის პრეზიდენტმა საგანგებო განკარგულებით პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ჩანიშნა.
"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ცვლილებების ეპოქაში, როდესაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სერბეთი ეროვნული ინტერესების გადასარჩენად",- განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო ვიდეო მიმართვაში.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში მის ქვეყანაზე მეტოხიისა და კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი წნეხია მოსალოდნელი.
კონტექსტი
ბოლო თვეების განმავლობაში სერბეთი პოლიტიკური კრიზისი მწვავდებოდა - დაძაბულობის მიზეზი მიმდინარე წლის გაზაფხულზე სკოლის შენობაში მომხდარი სროლაა, რომელსაც 9 მოსწავლე ემსხვერპლა. ამ დროიდან მოყოლებული სერბეთში ყოველდღიურად ანტი-სამთავრობო აქციები იმართება.
დაძაბულობა გაიზარდა სერბეთსა და კოსოვოს შორისაც - ამერიკული წყაროების ცნობით, სერბეთმა მოსაზღვრე რაიონში სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია გაზარდა.
თავის მხრივ სერბეთის მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ არათუ გაზარდეს ჯარების კონცენტრაცია, არამედ ამცირებენ კიდეც.