ყაზახეთში ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 38 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ავიაკატასტროფის გამომწვევი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
"ვითარება არ არის ძალიან კარგი, 38 დაღუპულია." - აღნიშნა მან.
ბოზუმბაევის განმარტებით, ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
ოთხშაბათს, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, აქტაუს (ყაზახეთის მანგისტაუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი) მახლობლად ჩამოვარდა.
აზერბაიჯანის ავიახაზების ცნობით, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. აქედან 42 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის, 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.
КазАэроНавигация აცხადებს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ჩიტთან შეჯახება და საჭის მართვის დარღვევა იყო. ასევე, რუსულ სოციალურ ქსელებში არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავმა კურსი შესაძლოა ჩეჩნეთზე დრონების თავდასხმის საფრთხის გამო შეიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, გროზნოს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი უტევდა.