Z-ბლოგერები ზაპორიჟიისა და დონეცკის მიჯნაზე ЗСУ-ს გარღვევის შესახებ იუწყებიან
რუსი Z-ბლოგერებისა და ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ნაწილი იუწყება, რომ ЗСУ-მ ზაპორიჟიისა და დონეცკის საზღვარზე მდებარე დასახლებული პუნქტის სტარომაიორსკის დაიკავეს.
ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხსნებათ გზა ამ რაიონში ოკუპანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძ სტრალომლინოვკაზე.
პირველად სტარომლინოვკაში ЗСУ-ს წარმატების შესახებ ინფორმაცია დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა დილის 11 საათზე გაავრცელა.
მოგვიანებით გავრცელებული ცნობები დაადასტურეს სხვა მსხვილმა ტელეგრამ არხებმაც - მათი ცნობებით, ЗСУ-ს წინსვლას ამ რაიონში წინ უძღოდა მძიმე საარტილერიო დამუშავება და შეტევები ტყვის მასივიდან.
ზოგი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტი წერს, რომ რუსეთის არმიამ შეძლო შეტევების მოგერიება, თუმცა აღიარებენ, რომ დასახლებულ პუნქტში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, უკრაინული დანაყოფები ამ დროისთვის დასახლებული პუნქტის ირგლივ მდებარე მაღლობების დაკავებას ცდილობენ.
უკრაინის გენშტაბს საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
სტარომაიორსკის დაკავება სამხედრო ექსპერტების შეფასებით უკრაინულ ქვედანაყოფებს მიცემს შანსს განავითაროს შეტევები რამდენიმე მიმართულებიდან ამ რაიონში ოკუპანტების მთავარ საყრდენ პუნქტებზე: ურაჟაინოესა და სტარომლინოვკაზე.
სწორედ ურაჟაინოესთან მდებარე რუსეთის თავდაცვის მეორე და ყველაზე მძიმე ხაზი, რომლის გადალახვაც ფრონტის გარღვევის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება სტარომლინოვკას, დასახლება ამ რაიონში მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რომელზეც გადის კრიტიკული მნიშვნელობის ავტო მაგისტრალები და ასევე სარკინიგზო ხაზები.
კონტექსტი
კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 130-150 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 9 დასახლება, მათ შორის უმრავლესობა სწორედ ზაპორიჟიისა და დონეცკის საზღვარვზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე მდებარეობს.
კონტრიერიშის ფარგლებში ბოლო გათავისუფლებული სოფელი 26 ივნისს, როვნოპილი გახდა.
New York Times-ის ცნობით, თავდაპირველი მტკივნეული დანაკარგების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის ტაქტიკა შეცვალეს და ძირითადად მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე არიან კონცენტრირებულები.
უფრო მეტი საკითხზე წაიკითხეთ ბმულზე.