ზელენსკი მარიუპოლის დაცვაზე: ეს იყო სიგნალი, რომ ოკუპანტები ვერასდროს დაგვამარცხებენ
რუსი ოკუპანტებისაგან მარიუპოლის დაცვა "უზარმაზარი გამბედაობის" მაგალითი იყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"და საქმე ის არ არის, საჭირო იყო თუ არა იქ დარჩენა ან გამოსვლა. ეს სხვა რაღაცაზეა. ეს იყო მაგალითი. პირველი სიგნალი იმისა, რომ ისინი ვერასდროს, ვერასდროს დაგვამარცხებენ", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ეს იყო "ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი."
"რადგან იქ განსხვავებული ხალხი იყო. სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები. ბევრი დაიღუპა. დაშავებულები თუ ცოცხლები, მაგრამ მათ საერთო სიგნალი მისცეს მტერს: თქვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა "ძალიან უჭერს მხარს" გადარჩენილ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.
"ბევრი ბიჭია, კაცი და ქალი. და კიდევ ბევრი რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უკრაინაში დავაბრუნებთ. ისინი არასოდეს დაივიწყებენ. და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ." - აღნიშნა პრეზიდენტმა.