ზელენსკი: ოლიგარქების სტატუსზე რეფერენდუმი ჩატარდება

4 ივნისს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიგარქების სტატუსზე მთელი უკრაინის მასშტაბით რეფერენდუმი ჩატარდება.

“მათთვის, ვინც ცდილობს ხელი ჩამოართვას, დაარწმუნოს, მოისყიდოს ან სხვა ტიპის შეთანხმებაში შევიდეს უკრაინელ დეპუტატებთან ამ საკითხზე, მე ერთი შეკითხვა მექნება. ეს შეკითხვა არის ოლიგარქების სტატუსზე, რომელიც უკრაინის მასშტაბით გასამართ რეფერენდუმზე დაისმება. ეს იქნება პირველი შეკითხვა. ვიღაცისთვის, შესაძლოა უკანასკნელიც,” - განაცხადა მან.

ოლიგარქების შესახებ კანონპროექტს ზელენსკიმ “პირველი ნაბიჯი” და “ოლიგარქების გავლენასთან დასაპირისპირებელი ფუნდამენტის შექმნა” უწოდა.

“ეს კანონპროექტი - პირველი გადაწყვეტილებაა დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, რომელიც აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ოლიგარქიულ სისტემასთან. ის ამბობს: დიახ, უკრაინაში არიან ოლიგარქები. დიახ, ისინი გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე. და დიახ - ეს აღარ მოხდება ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

_____________________________

კანონპროექტი №5599 “ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების შესახებ იმ პირებისგან, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონა აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ოლიგარქები)” 2 ივნისს დარეგისტრირდა უკრაინის უმაღლეს რადაში.

კანონპროექტის მიხედვით ოლიგარქად იდენტიფიცირებისთვის პერსონა 3 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: მონაწილეობდეს პოლიტიკაში; ჰქონდეს გავლენა მედიაზე (მათ შორის ონლაინ მედიაზე); არის მფლობელი ან აკონტროლებს ბიზნესს, რომელიც არის ბუნებრივი ან უბრალო მონოპოლია ბაზარზე და ამ პოზიციაშია 1 წელზე მეტხანს. 






მსგავსი სიახლეები