ზელენსკი: პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები მიზნად ისახავს ომის გახანგრძლივებას და რეალური მოლაპარაკებების თავიდან აცილებას.

"პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასახანგრძლივებლად.

2014 წელს რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან 2022 წელს სრულმასშტაბიანი გახადა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ არის რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ან მშვიდობის ნაცვლად განაგრძოს მკვლელობა, ან აიღოს პაუზა, რათა მომავალში ჰიბრიდული დარტყმებით მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრა." - თქვა მან.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და გააერთიანონ ძალები, რათა აიძულონ რუსეთი მშვიდობას დაეთანხმოს. მისი თქმით, პუტინი ძალაუფლებას იყენებს მსოფლიოს დასანგრევად, მაგრამ არ აქვს გამბედაობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას.

2022 წლის 4 ოქტომბერს ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობის შესახებ.

ტექსტში ნათქვამია, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება "განაცხადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობის შესახებ." არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის ეკრძალებოდა შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება.

რუსებმა ეს გადაწყვეტილება არაერთხელ გააკრიტიკეს და მისი გადახედვა მოითხოვეს. 2025 წლის 24 იანვარს პუტინმა აღნიშნა, რომ სურს შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა განეხილათ მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის საინტერესო საკითხები. პუტინმა თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებიც აფინანსებენ უკრაინას, უნდა აიძულონ ზელენსკი გააუქმოს მისი განკარგულება.

2025 წლის 28 იანვარს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსი პროპაგანდისტის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად აროს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის და შეუძლოა "გამოყოს ხალხი," ვინც ამ მოლაპარაკებებს წარმართავს.

 

 

მსგავსი სიახლეები