ზელენსკიმ რუსეთთან შუამავლობა ისრაელის პრემიერს, ბენეტს სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Times of Israel ავრცელებს. 

ზელენსკის თხოვნა ნაფტალი ბენეტის მიმართ დაადუსტურა რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ. ისრაელში უკრაინის ელჩის თქმით, ამგვარი თხოვნის მიზეზი ის არის, რომ ისრაელს კარგი ურთიერთობები აქვს, როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

ამასთანავე, ელჩის თქმით, ოფიციალური კიევისთვის პრიორიტეტულია რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს იერუსალიმში და არა რუსეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფ ბელარუსში. 

 

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები