ზელენსკიმ შოლცი კიევში 9 მაისს მიიწვია
6 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 მაისს უკრაინაში მიიწვია.
"ის მიიწვიეს უკრაინაში ჩასასვლელად, მას შეუძლია გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ჩამოვიდეს აქ 9 მაისს, კიევში. მე არ ავხსნი მნიშვნელობას, ვფიქრობ, თქვენ საკმარისად განათლებული ხართ იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს საჭირო", - თქვა მან.
მასალა განახლებადია.