ევროპელ მოკავშირეებს ჯერჯერობით არ აქვთ კონსენსუსი ამგვარი სამხედრო მისიის მანდატსა და დანიშნულებაზე, ზოგი მათგანი კი ამგვარი ინიციატივის ამ ეტაპზე საჯაროდ განხილვის მიზანშეწონილობაშიც არ არის დარწმუნებული.
ევროკომისიის გადაწყვეტილების პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დახმარება 2025-2027 წლებზეა გათვლილი და მოლდოვის დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უმსხვილეს პაკეტს წარმოადგენს.