უკრაინამ და ბრიტანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის მიზანია უსაფრთხოების გარანტიების პირველ ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლომდე მოეწეროს.

უკრაინაში თანამდებობიდან გადააყენეს ყველა რაიონული სამხედრო კომისარი

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კორუფციულ სკანდალები, რამდენიმე რაიონულ კომისარიატში - სამხედრო კომისრების ნაწილი დაკავებულია ქრთამის აღების სანაცვლოდ.

ბაიდენი: ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები შენელებული მოქმედების ნაღმია

ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ჩინეთში ახალგაზრდებში მაღალ უმუშევრობას, ეკონომიკური ზრდის ვარდნას და დემოგრაფიულ დაბერებას.

NYT: ირანი და აშშ პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ამერიკელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განბლოკავს ირანის ეროვნული ბანკის კუთვნილ 6 მილიარდ დოლარს

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კადრების ნაკლებობას კრიტიკულად მიიჩნევს

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაასახელა თანამშრომელთა მასობრივი გადინების ძირითადი მიზეზები.

ბაიდენი უკრაინისთვის კონგრესს დამატებით 24 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

აღნიშნული 24 მილიარდი დოლარიდან 13 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე იქნება მიმართული, ხოლო დანარჩენი კი მაკროფინანსური გრანტებია.