ჰასან ნასრალა ჰეზბოლას რიგით მესამე გენერალური მდივანი იყო - მისი ლიდერობის დროს დაჯგუფების გავლენა და რესურსები ირანის დახმარებით მკვეთრად გაიზარდა, ამ პერიოდში ჰებზოლა სამხედრო დაჯგუფების გარდა ლიბანში საკვანძო პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
უკრაინული არმია უტევს კურსკში და თავდაცვაშია აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე კრიზისული კერა ჩამოყალიბდა, რომლის ლიკვიდირებასაც არმიის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გამართვა ჩინეთში ხელს შეუწყობს რუსეთს სანქციების დაძლევაში - ამბობს Reuters-სთან საუბარში გაეროს ყოფილი ექსპერტი შეიარაღების საკითხებში დევიდ ოლბრაიტი.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საუბარია П-800-ის ტიპის (ОНИКС) რაკეტებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კრემლს ჯერ არ მიუღია. დასავლური დაზვერვის წყაროების ცნობით მოლაპარაკებები ირანის შუამავლობით ჯერ კიდევ ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.