ბაიდენი ისრაელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს - Axios

ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ ისრაელს „დრონების“ საწინააღმდეგო სისტემების მიწოდება სთხოვა, თუმცა კიევმა უარი მიიღო

პუტინი თეირანში ირანის და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს - კრემლი

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანი რუსეთისთვის რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას აპირებს

აშშ-მ სირიაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ კიდევ ერთი ლიდერი მოკლა

თებერვალში აშშ-ს ლიდერობით ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი რეიდი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს მეთაურის აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშის ლიკვიდაცია მოხდა

ისრაელი: ახლო აღმოსავლეთში ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის დროა

„დროა ახლო აღმოსავლეთში ახალი, ერთიანი ბაზარი შეიქმნას - ისრაელი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, იორდანია - ეს დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა

აშშ-მ საუდებისთვის თავდასხმითი შეიარაღების მიყიდვა შეიძლება განაახლოს - Reuters

Reuters-ის წყაროს მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება ერ-რიადის მიერ იემენის ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული

თალიბანი ქაბულის აეროპორტის მართვას საამიროებს გადააბარებს - Reuters

ტერორისტული ორგანიზაცია, აეროპორტის მართვაში დახმარებას რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის კატარს და თურქეთს სთხოვდა

სუდანის სამხედრო ხუნტა: სამოქალაქო მთავრობის შექმნას წინ არ აღვუდგებით

გასულ წელს სუდანის არმიის მეთაურებმა სამოქალაქო გარდამავალი მთავრობა დაშალეს, რომელიც ქვეყანას დიქტატორ ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ მართავდა

დოჰაში აშშ-ს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა „ევროკავშირის ინიციატივას“ ანგარიში არ გაუწია, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა

ერდოღანი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ნატოს მადრიდის სამიტამდე შეხვდება

თურქეთის უარი სკანდინავიის ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს