25 ოქტომბერი, 2023 ბინ სალმანმა ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება ომის შემდეგ განახლდება ამის შესახებ თეთრმა სახლმა ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
24 ოქტომბერი, 2023 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის 9 რესპუბლიკელი იბრძოლებს ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარემ, ელის სტეფანიკმა განაცხადა.
24 ოქტომბერი, 2023 ობამა ისრაელის მიერ ღაზასთვის საკვებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას აკრიტიკებს კრიტიკა ობამას მიერ გამოქვეყნებული ვრცელი განცხადების ნაწილია.
23 ოქტომბერი, 2023 ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სი ძინფინგის ვიზიტის მოსამზადებლად ვაშინგტონს ეწვევა - WSJ ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
23 ოქტომბერი, 2023 ბლინკენი: ჩვენ ირანისგან ესკალაციას ველით და მზად ვართ ამისთვის ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ოქტომბერს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
21 ოქტომბერი, 2023 ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის $60 მილიარდის გამოყოფას სთხოვს 19 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართა და განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
21 ოქტომბერი, 2023 წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე აღარ იბრძოლებს ჯიმ ჯორდანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი და უკრაინის დახმარების გაზრდის მოწინააღმდეგეა.
20 ოქტომბერი, 2023 ბაიდენი: ჰამასი და პუტინი მიზნად მეზობელი დემოკრატიების განადგურებას ისახავენ ბაიდენმა ისრაელში მის ვიზიტზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის შეხვედრებს ისრაელის ლიდერებთან და ღაზაში მძევლად მყოფთა ოჯახებთან.
19 ოქტომბერი, 2023 კაპიტოლიუმში ღაზაში ომის მოწინააღმდეგე 300-მდე მომიტინგე დააკავეს ამ კვირის დასაწყისში, თეთრ სახლთან მსგავს დიდი დემონსტრაცია ჩატარდა, რომელზეც ათობით ადამიანი დააპატიმრეს.
18 ოქტომბერი, 2023 ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გადასცა - NYT ამის შესახებ New York Times-მა 17 ოქტომბერს, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა.
17 ოქტომბერი, 2023 ოსტინმა გალანტს ღაზაში სასმელი წყლის მიწოდების აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგები, ჰამასის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებიან ერთმანეთს.
16 ოქტომბერი, 2023 ბლინკენი ისრაელში მეორედ ჩასვლას გეგმავს ბლინკენი ასევე შეხვდა საუდის არაბეთის პრინცს და პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ბინ სალმანს.
16 ოქტომბერი, 2023 ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის $2 მილიარდის დახმარებას სთხოვს ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
15 ოქტომბერი, 2023 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჰამასის თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტი "აშშ-ის მოქალაქეების გარდაცვალების გარემოებებზე ან გარდაცვლილების ვინაობაზე" დამატებით კომენტარს არ აკეთებს.