ზაკერბერგი: ფეისბუქის ახალი სახელი Meta იქნება

კომპანიის მფლობელი დიდი ხანია კლასიკური საბერძნეთითა და რომის შესწავლითაა დაინტერესებული. მისი თქმით, სიტყვა "მეტა" ბერძნულად "მიღმას" ნიშნავს

ბაიდენი: ტაივანის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა „ურყევია“

„ჩინეთის ქმედებები რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - უთხრა ბაიდენმა ონლაინ-სამიტზე შეკრებილ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 10 ქვეყნის წარმომადგენელს

ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა

ვენის მოლაპარაკებების სახელით ცნობილი პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც იანვარში ირანში პრეზიდენტად რადიკალი კონსერვატორი აირჩიეს

აშშ ასანჟის ექსტრადიციაზე ბრიტანეთის უარს გაასაჩივრებს

ქვედა ინსტანციის ბრიტანელმა მოსამართლემ ასანჟის ექსტრადიცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მიზანშეუწონლად მიიჩნია

ევროკომისარი: „ფეისბუქის“ წინააღმდეგ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ

კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტების შესაკავებლად რეგულაციები დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ

Pfizer: კორონავირუსის ვაქცინა ბავშვებში 90%-ზე მეტად ეფექტურია

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსით ინფიცირების 1.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 8,622-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და 143 დაიღუპა