ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს მალაიზიური ბოინგის საქმეზე უჩივიან

ორმა ქვეყანამ რვა წლის წინ ჩამოგდებული თვითმფრინავის საქმეზე სარჩელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შეიტანა

პენტაგონი: პუტინმა უკრაინაში მობილიზებული რუსული ჯარის 100% შეიყვანა

უკრაინაში შეყვანილი რუსული საოკუპაციო ჯარების მოცულობის შეფასებისას პენტაგონი ადრე იყენებდა ფორმულირებას "თითქმის 100%"

მორავიეცკი: იქამდე ვიმუშავებთ, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს უკრაინის მიწას

მისი თქმით, დღეს ევროპაში მიხვდნენ, რომ რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა "უზარმაზარი შეცდომა იყო"

ევროპა: რუსეთის მოთხოვნების გამო ირანის ბირთვული შეთანხმება შეიძლება ჩავარდეს

მოსკოვი შეთანხმებაში გარანტიების ჩადებას მოითხოვს, რომლებიც რუსეთის ირანთან ვაჭრობას ევროკავშირის და აშშ-ს შესაძლო სანქციებისგან დაიცავს.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია: ოდესის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმის რისკი ნარჩუნდება

ბრაჩუკმა აღნიშნა, რომ ოდესაც და ოდესის რეგიონიც მზად არის რუსი დამპყრობლების მოგერიებისთვის

კულება: ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს

11 მარტს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი მოიტაცეს და ქალაქის თავად კოლაბორაციონისტი პოლიტიკოსი დანიშნეს

უკრაინული დაზვერვა: რუსეთმა სირიაში 14 რეკრუტირების ცენტრი გახსნა და ათასობით მებრძოლი შეკრიბა

ისინი არიან ე.წ "ეროვნული თავდაცვის პოლიციის" წევრები და სირიის შეიარაღებული ძალების მე-5 კორპუსის ქვედანაყოფები