-

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული კონტრიერიშის პრობლემები მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის შეიარაღების ნაკლელობას, თუმცა მთავარი შესაძლოა ის იყოს, რომ კომბინირებულ შენაერრთა დონეზე უკრაინის არმია წარმატებულ შეტევას ვერ ავითარებს. 

ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის უფროსმა სამეცნიერო მკვლევარმა, ფრანც-სტეფან გადიმ, რომელიც ფრონტის ხაზზე გატარებული 2-კვირიანი მოგზაურობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

გადის თქმით, უკრაინის კონტრიერიშის ნელი ტემპი ბევრი ფაქტორით არის განპირობებული მათ შორის ავიაციის და შორეული სისტემების ნაკლელობით, თუმცა უფრო მწვავე პრობლემა ის არის, რომ არმია ვერ ახერხებს ფრონტის ვრცელ მონაკვეთზე სინქრნოზინებული და კოორდინირებული შეტევის წამოწყებას. 

გთავაზობთ ფრანც სტეფან გადის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ანალიზს: 

 

დიდწილად და უმთავრესად ეს არის ფრონტის ვრცელ მონაკვეთზე ძირითადად არტილერიის მიერ მხარდაჭერილი, მცირე, ქვეითი დანაყოფების ბრძოლაა. ამას რამდენიმე იმპლიკაცია აქვს: წინსვლა იზომება მეტრებით და კილომეტრებით, რაც ლოგიკურია შემცირებული მობილურობის გათვალისწინებით.

კიდევ ერთი იმპლიკაცია ის არის, რომ შედეგად მხარეები ვერ იყენებენ მსხვილ სამხედრო შენაერთებს და ბრიგადებს. ეს კი ძირითადად საჭირო საშუალებების და შეიარაღების ნაკლებობას უკავშირდება, რაც მათ სწრაფი მანევრის საშუალებას არ აძლევს. ეს მოიცავს გასანაღმი შეიარაღების, საჰაერო თავდაცვისა და ანტი-სატანკო სისტემების ნაკლებობას. 

უკრაინელები ჯერ კიდევ სრულად ვერ ახერხებენ კომბინირებულ შენაერთთა მასშტაბის ოპერაციის ორგანიზებას. ხშირად ოპერაცია უფრო ეტაპობრივი და თანდათანობითია, ვიდრე სინქრონიზებული. 

უკრაინის ძალები თითქმის ავტომატურად გადაერთნენ გამოფიტვის სტრატეგიაზე - ეს მიდგომა მოწინააღმდეგეზე ლოკალურად საარტილერიო ცეცხლში უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. უკრაინის არმიის საცეცხლე შესაძლებლობის თვალსაზრისით შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს კასეტური ჭურვების გადაცემას. ამან შესაძლოა დაასუსტოს რუსეთის თავდაცვის ხაზები ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მანევრი. 

როგორც ბევრმა დამკვირვებელმა იცის პრობლემა დანაღმული ველებია - ეს მკვეთრად ზღუდავს მანევრის სივრცეს და ამცირებს ტემპს. დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელი იქნებოდა, ЗСУ-ს კომბინირებულ შენაერთთა ოპერაციის დიდ მასშტაბში ორგანიზება რომ შეეძლოს. 

ამ მიდგომის არასაკმარისი გავრცელების გამო, უკრაინული დანაყოფები უფრო მეტად მოწყვლადები არიან რუსეთის ანტი-სატანკო სისტემებისა და არტილერიის წინაშე. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი მხოლოდ შეიარაღებაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში მე ვერ დავინახე, რომ უკრაინელები სისტემურად ცდილობდნენ რუსეთის თავდაცვის ხაზების გატეხვას. 

ამ კონტრიერიშის ხასიათი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ რუსეთის თავდაცვის ხაზების გატეხვას უფრო სისტემურად დაიწყებენ. თუ კი ეს ფაქტორი დაუწყვილდება რუსეთის არმიის დეგრადირებულ საბრძოლო მორალს, ეს შესაძლოა რუსეთის დაცვის უეცარი კოლაფსით დასრულდეს. 

უეცარი კოლაფსის სცენარის გარდა, ეს იქნება გამოფიტვის სისხლიანი ბრძოლა. შენახული რეზერვები ეტაპობრივად ჩაერთვებიან ამ მასშტაბის ბრძოლებში მომდევნო კვირებსა და თვეებში. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ჭურვების დაზოგვა უწევთ, არტილერია არსებობს და როგორც ჩანს მათ საკმაოდ კარგი სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. 

მიმდინარე კონტრიერიშში მოსაგერიებლად რუსები ჯერჯერობით არ გამხდარან იძულებულები გამოეყენებინათ საოპერაციო რეზერვები. ასევე რუსეთის არმიის ადაპტაციის გამო, ვხედავთ HIMARS-ების შემცირებულ ეფექტურობას. 

დეგრადირებელი და ცუდად შეიარაღებული რუსული დანაყოფები მაღალი ალბათობით მაინც შეძლებენ ოცეულის, ასეულის, ან ბატალიონის მასშტაბის შეტევის შეჩერებას. შეტევა ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, თუ კი ეს შეტევები უფრო მასშტაბური და კოორდინირებული იქნება, ფრონტის ვრცელ მონაკვეთზე. 

რუსული დანაყოფების მდგომარეობა განსხვავებულია, მათზე ისახება გამოფიტვა, მაგრამ ისინი კარგად იცავენ პოზიციებს - ამბობენ ჩვენთან საუბარში უკრაინელი სამხედროები. 

რუსეთის ძალები საკმაოდ კარგად ადაპტირდებიან ტაქტიკურ დონეზე, ხოლო თავდაცვაში ძირითადად საბჭოთა/რუსულ დოქტრინას მისდევს. 

რუსეთის არმიაში ჭურვების დეფიციტის ამბავია რეალურია და ნამდვილად ხდება - უკრაინამ შეძლო უპირატესობის დამყარება კონვენციურ საარტილერიო ცეცხლის კუთხით. სამწუხაროდ, სამხრეთში რუსეთის არმიას უფრო მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა აქვს. 

გარკვეული კალიბრის არტილერიაში ლოკალური უპირატესობის დამყარება არ არის საკმარისი რუსეთის თავდაცვის ხაზების გასაჭრელად. ცხადია, მნიშვნელოვანი მეტი საჰაერო თავდაცვისა და შორეული სარაკეტო სისტემების გადაცემა, მაგრამ ადაპტაციისა და ეფექტური ინტეგრაციის გარეშე ახალ შეიარაღებას გადამწყვეტი ტაქტიკური ეფექტი ვერ ექნება. 

უკრაინის არმიისთვის უმჯობესია არსებული პრაქტიკის გადახედვა და სინქრონიზაციის გაუმჯობესება - ამ ფაქტორების გარეშე დასავლურ შეირაღებას ვერ ექნება გადამწყვეტი ტაქტიკური გავლენა. ეს ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ სამუშაო პროგრესი ნელია. 

ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობას პირობებში უკრაინაზე მეტად გაუჭირდებოდა. 

ჯერჯერობით უკრაინის არმია მიმართავს პირდაპირ ქვეით თავდასხმებს რუსულ პოზიციებზე, რომელიც ღრმა ბრძოლის კონცეფციით არის მხარდაჭერილი. და ეს პირდაპირი თავდასხმები აღარ არ არის მხოლოდ მაფორმირებელი შეტევები. 

უკრაინამ შეძლო ტაქტიკურად წარმატებული კიბეროპერაციების ორგანიზება. მათ შორის აღსანიშნავია ციფრული ინტეგრაციის დონე ბრძოლის ველზე სამიზნეების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. Starlink-ის ტექნოლოგია უკრაინისთვის კვლავ საკვანძოა. 

უკრაინის არმიის უმცროსი საოფიცრო შემადგენლობის მებრძოლები რომელთაც ჩვენ შევხვდით ბრწყინვალედ არიან მომზადებულები და ინარჩუნებენ მაღალ მხნეობას. 

მიუხედავად ამისა, არმიაში უფროსი ასაკის მამაკაცების გაზრდილი წილის გამო, არსებობს ახალი დანაყოფების ხარისხიც პრობლემა. შეხედულებას, რომ უკრაინის კონტრიერიშის დაბალი ტემპი, მხოლოდ შეიარაღების ნაკლებობით არის განპირობებული არ იზიარებენ ჯარისკაცები და მებრძოლები, რომლებსაც ფრონტზე შევხვდით. 

ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს არის გამოფიტვის ომი და შესაბამისად საჭიროა უკრაინის უფრო მეტი საარტილერიო ჭურვით მომარაგება. ცხადია, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რადგანაც ჯერ კიდევ არის შანსი რომ იერიში შედეგებს მოიტანს. 

ჯარისკაცები და მეთაურები, რომლებსაც შევხვდით გვეუბენიან, რომ შეფერხება ხშირად რესურსების არაეფექტურ გამოყენებას, ცუდ ტაქტიკას, კოორდინაციის ნაკლებობას და ბიუროკრატიულ ბრძოლას უკავშირდება. გარდა ამისა, რუსეთი მწვავე წინააღმდეგობას იჩენს. 

მსგავსი სიახლეები