-

რეალპოლიტიკა გთავაზობთ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) უფროსი მკვლევრის, ნაიჯელ გულ-დევისის ანალიზს, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსების მიმართ სრულმასშტაბიანი სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობას ეხება. 

ევროკავშირმა უარყო წინადადება, აეკრძალათ რუსებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა, სანაცვლოდ კი მათ უფრო მსუბუქი სანქცია აირჩიეს, რომელსაც ბევრი მინუსი აქვს და სარგებელი არ ექნება. თუმცა, ასეთი სავიზო აკრძალვა სრულ თანხვედრაშია სანქციებისადმი ევროკავშირის ფართო მიდგომასთან და გამართლებულია უსაფრთხოების უპრეცედენტო კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად შექმნა. 

გასულ კვირას [რედ. სტატია გამოქვეყნდა 7 სექტემბერს] ევროპული კავშირი ბჭობდა რუსეთისთვის სავიზო სანქციის დაწესებაზე. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უბრალოდ შეეჩერებინათ 2007 წლის სავიზო ხელშეკრულება. რუსებისთვის ეს გახდის უფრო მოუქნელს, ძვირსა და რთულს, რომ შევიდნენ ევროკავშირი, მაგრამ არა - შეუძლებელს. უნდა წავიდეს თუ არა ევროკავშირი უფრო შორს? 

არსებობს სწორი და არასწორი გზა ამ საკითხის გადასაჭრელად. არასწორი გზაა ვიზების აკრძალვის წარმოჩენა, როგორც მთელი რუსეთის მოსახლეობის "კოლექტიური სასჯელი" და, შესაბამისად, როგორც არსებითად - უსამართლო. 

ვიზების აკრძალვა არც მეტად "კოლექტიურია" და არც ნაკლებად, ვიდრე ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. ეკონომიკური სანქციებს - თუნდაც ის, რომელიც კონკრეტულ სექტორებზეა მიმართული - ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდაზე, შემოსავალსა და ინფლაციაზე გააჩნია.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 7 პაკეტი დააწესა და დიდი შვიდეული ახლახან დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის ისტორიულ ფასზე, რაც დააზარალებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, თუმცა სანქციები არ არის მიზეზი "კოლექტიურ სასჯელზე" სალაპარაკოდ.

სინამდვილეში, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა უნდა განვიხილოთ როგორც სანქცია - ეს არის შეფასებისთვის სწორი გზა.

სანქციის მიზანია პოლიტიკური შედეგის მიღწევა, საზღვრის მიღმა ეკონომიკური ნაკადების შეზღუდვის საფუძველზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულმა თავდაპირველმა დასავლურმა სანქციებმა, გადაჭრა საქონლის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების შედინების პრობლემა რუსეთში, უახლესი სანქციები კი მიზნად ისახავს რუსეთიდან ენერგეტიკული ნაკადების შეზღუდვას ან ვაჭრობის პირობების შეცვლას.

სავიზო აკრძალვა რუსეთიდან ხალხის ნაკადს შეზღუდავს. თუმცა, ვიზების აკრძალვა უნდა შეფასდეს, როგორც კიდევ ერთი, შემდგომი სანქცია და არა ახალი, რადიკალური პოლიტიკა. 

ნებისმიერი სხვა სანქციის მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ: ევროკავშირში რუსების შემოსვლის შეწყვეტა, ხელს შეუწყობს თუ არა ევროპის პოლიტიკურ მიზნებს?

რუსების უმრავლესობა, რომლებიც ევროპას სტუმრობენ, ტურისტია. ისინი ჩამოდიან, მოიხმარენ და ბრუნდებიან რუსეთში, და სარგებლობენ იმ საქონელსა და სერვისებზე წვდომით, რასაც მათ, ევროკავშირის სანქციები საკუთარ ქვეყანაში უზუდღავს.

თუკი ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ რუსული ტურიზმი არის საშუალება სანქციებისთვის თავის არიდებისთვის, რასაც ვიზების აკრძალვა აღმოფხვრავს. ყველა სანქციის მსგავსად, ის დაადგენს  მტრული პოლიტიკის შეზღუდვის ან შეცვლის საფასურს. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ძლიერი სიგნალი შეძლებული რუსებისთვის - რომლებიც უფრო დიდი შანსია, რომ ეწვიონ ევროპას - და ამავდროულად, რუსეთში ცვლილებების პოტენციური წყარო არიან. ეს მათ კიდევ ერთ მიზეზს მისცემდა, წინააღმდეგობის გაწევისითვის. 

უფრო კონკრეტული თვალსაზრისით, ვიზის აკრძალვა შეავსებს არსებულ სანქციებს. ახლა რუსებს უჭირთ ევროპაში ფულის გამომუშავება ან ინვესტიციის განხორციელება; მათ არ უნდა შეეძლოთ ფულის დახარჯვაც.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ ფრენების აკრძალვის შესახებ, მნიშვნელოვნად გაართულა რუსებისთვის ევროპაში ვიზიტი. იმის გამო, რომ რუსეთი სისტემატურად ახორციელებს სამხედრო დანაშაულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლოგიკური იქნებოდა რუსებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარების შეჩერება იმ კონტინენტზე, რომელსაც მათი თანამემამულეები აწიოკებენ. 

სავიზო აკრძალვა ამავდროულად უსაფრთხოების ზომაა. ზოგიერთი რუსი "ტურისტი" დიდი ხანია რაც საფრთხეებს უქმნის იმ ქვეყნებს, სადაც იმყოფებიან. GRU-ს ოფიცრები, რომლებმაც 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალები ნერვული აგენტი ნოვიჩოკით მოწამლეს, სავარაუდოდ სოლსბერის საკათედრო ტაძარსაც სტუმრობდნენ.

მას შემდეგ, რაც ევროპაში რუსეთის საელჩოებიდან თანამშრომლების მასობრივმა გაძევებამ შეამცირა დაზვერვის შესაძლებლობები - რასაც დიპლომატიის საფარქვეშ ახორციელებდნენ - ტურიზმის ამ მიზნით გამოყენების მოტივაცია იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც დასავლური კონტრდაზვერვითი სამსახურებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ომში მყოფი ქვეყნები, საკუთარ მტერს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მათმა მოქალაქეებმა თავიანთ ტერიტორიაზე იხეტიალონ. 

სავიზო აკრძალვის წინააღმდეგ სამი არგუმენტი არსებობს: პირველი - ზოგიერთის მტკიცებით, ხალხთა შორის ურთიერთობა რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად, თუნდაც ომის დროს, რაც საშუალებას იძლევა, რომ რუსებს ალტერნატივა დაანახონ. მიუხედავად ამისა, მილიონობით რუსი ტურისტი ესტუმრა ევროპას განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში, რამაც რუსეთის შეჭრისადმი მხარდაჭერა არ შეამცირა. უკრაინელებთან მეგობრულ და ოჯახურ კავშირსაც არ შეუცვლია ეს მოცემულობა.

"ცვლილება ვაჭრობის გზით"- ეს მიდგომაც არ მუშაობს: ცვლილებებს არც მოხმარება და დასვენება არ გამოიწვევს. ზოგიერთის, მაგალითად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ხელმძღვანელის, ვოლფგანგ ისინგერის კომპრომისული ინიციატივით, რუსებმა ვიზის აღების დროს ხელი უნდა მოაწერონ ომის საწინააღმდეგო დეკლარაციას. ეს უაზრო ჟესტი არაფერს მოიტანს და არც არავის შეუცვლის მოსაზრებებს. რუსეთში კი, საზოგადოებაში, სადაც ჩინოვნიკების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება საუკუნეებს ითვლის, ამას არასერიოზულად შეხედავენ. 

სავიზო აკრძალვის წინააღმდეგ, მეორე არგუმენტი გულისხმობს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კრემლი ამას ევროპის წინააღმდეგოდ წარმოაჩენს, როგორც მტრულად განწყობილი რიგითი რუსების მიმართ.

"რუსოფობიის" ეს ყალბი ჩივილი კრემლის პროპაგანდის მთავარი ელემენტია, სულ მცირე 2014 წლის შემდეგ. კრემლი არ უშვებს შანსს, რომ განამტკიცოს ეს მითი, ან შეთხზას სხვა, როდესაც ამის საჭიროებაა. მცირეა იმის შანსი, რომ სავიზო აკრძალვა ახალ შესაძლებლობებს მისცემს კრემლს ამის გასაკეთებლად. 

და ბოლოს, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ვიზების აკრძალვა არ მოდის თანხვედრაში იმ ვალდებულებებთან, რომელიც რუსეთში დევნის ქვეშ მყოფი პირების დაცვას გულისხმობს. ეს შეშფოთება ლეგიტიმურია. დასავლეთი ყოველთვის ეგებებოდა მათ, ვინც საბჭოთა რეჟიმს გაურბოდა და ახლაც ასე უნდა მოიქცეს.

უმრავლესობას შეუძლია ევროკავშირის არაწევრ მეზობელი ქვეყანაში შევიდეს, მაგრამ არსებობს ეთიკური დილემები, რომ დაუშვან ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე და დაეხმარონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა რუსის გადაცემა ანათემისთვის, განურჩევლად მათი რწმენისა და ღირებულებებისა, კონტრპორდუქტიული და არასწორია. 

მაშასადამე, პოლიტიკის გამოწვევა არის გამონაკლისების შექმნა სავიზო აკრძალვის დროს, რაც მოემსახურება ევროპის ინტერესებსა და ღირებულებებს. ეს შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მოსაზრებებს, ისევე როგორ ვალდებულებებს, თავშესაფრის მიღების საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.

საოპერაციო დეტალები დასამუშავებელია, მაგრამ ძირითადი პრინციპი ნათელია. აკრძალვის წინააღმდეგ არგუმენტები სხვაგვარად არადამაჯერებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მიმართავენ ევროკავშირის კომპრომისულ პოზიციას გამარტივებული სავიზო შეთანხმების გაუქმების შესახებ, რასაც აქვს უამრავი მინუსი და არცერთი სარგებელი. 

ასეთი აკრძალვა [სავიზო გაუქმება] შესაბამისობაშია ევროპისა და რუსეთის მძიმედ დაზიანებულ ურთიერთობებზე, რაც მოიცავს უსაფრთხოების უპრეცედენტო რისკებს კონტინენტზე.

თუ რუსეთს შეუძლია, რომ შეწყვიტოს გაზის მიწოდება, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მყარად დაეყრდნენ, რატომ არ უნდა შეწყვიტოს ევროპამ მოქალაქეების ნაკადის მიღება, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის რეჟიმს? ეს დაანახებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა სიბრიყვე იყო, ხოლო ევროპას უფრო უსაფრთხოს გახდის. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები