30 იანვრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობა გააორმაგა

 

ეუთოში აშშ-ის ელჩის, მაიკ კარპენტერის ცნობით, ბოლო 20 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა. 

"ჩვენი შეფასებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა დაახლოებით 169 ათასიდან 190 ათასამდე ჯარისკაცს. შედარებისთვის 30 იანვრის მდგომარეობით იმავე ტერიტორიაზე სულ 100 ათასი სამხედრო იყო მობილიზებული",- განაცხადა კარპენტერმა. 

მაიკ კარპენტერის თქმით, მიმდინარე ესკალაცია ყველაზე მასშტაბური და სახიფათოა ევროპულ კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. 

__________________________________________________

ბოლო დღეების განმავლობაში დასავლური წყაროები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს. მათ შორის საუბარი ვიდეოებსა და სხვა ყალბ ამბებზე, რომელშიც ასახული იქნება თუ როგორც კლავენ ან აწამებენ რუსულენოვან ადამიანებს უკრაინელი სამხედროები. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ეუთოს დამკვირვებლებმა დონბასში 500-ზე მეტი აფეთქება დაითვალეს. პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში სეპარატისტების პოზიციებიდან იბომბებოდა დასახლებული პუნქტებიც. 

მათ შორის საარტილერიო დაბომბვის არეალში მოხვდა 20-ზე მეტი დასახლება, ჭურვები დაეცა საბავშვო ბაღში, რკინიგზის სადგურსა და სკოლა-ლიცეუმი ეზოშიც. 

უკრაინული მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთოს დამკვირვებლებს დარჩნენ ქვეყანაში და დეტალურად აღრიცხონ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევები. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს მკაფიოდ დაგმონ დონბასში რუსეთის მიერ მართული ესკალაცია. 

ამავე პერიოდში პრეზიდენტმა ზელენსკიმ სრული მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისთან შეხვედრისთვის საკმარისი წინაპირობები არ არსებობს. 

 

მსგავსი სიახლეები