აშშ და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულებას 13 ივნისს მოაწერენ
13 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ხელმოწერის ცერემონია იტალიაში დიდი შვიდეულის სამიტზე გაიმართება.
დიდი შვეიდეულის სხვა წევრ სახელმწიფოებთან შემდგარი ხელშეკრულებების მსგავსად მიმდინარე შეთანხმება აშშ-სთან არ ითვალისწინებს დოკუმენტის რატიფიკაციას.
CNN-ის ცნობით, შეთანხმების მიხედვით აშშ მომდევნო 10 წლით გაახანგრძლივებს უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამას. შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, ასევე ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების გაგრძელებას და სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გაძლიერებას.
გარდა ამისა შეთანხმების ფარგლებში უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ამერიკული მხარე იღებს პასუხისგებლობას დაიწყოს კონსულტაციები უკრაინას მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად. სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან გაფორმებული შეთანხმების მსგავსად ხელშეკრულებაში არ არის საუბარი კოლექტიურ თავდაცვაზე როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლში.
დასავლური მედიების წყაროების ცნობით, ხელშეკრულებით გაწერილი არ არის კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები. დოკუმენტის დანამატში ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა - თუ რა სტრატეგიით იმუშავებს კონგრესს ნაკისრი პასუხიმგებლობების დასაფინანსებლად და უკრაინის გრძელვადიანი დახმარების უზრუნველსაყოფად.