დოდონმა მოლდოვა წელიწადნახევრის შემდეგ პირველად დატოვა

მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც შინაპატიმრობის გამო ქვეყანიდან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადიოდა, 23 სექტემბერს განაცხადა, რომ რუმინეთში იმყოფებოდა.

დოდონმა ფეისბუქზე შვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ისინი საბოლოოდ "რუმინეთში მარილის მაღაროში მოხვდნენ." მარილის მაღარო რუმინეთის ქალაქ პრაიდში მდებარეობს.

მანამდე დოდონმა განაცხადა, რომ ქვეყანას რამდენიმე დღით ტოვებდა.

"480 დღეში პირველად გავდივარ ქვეყნიდან. მაგრამ 2-3 დღეში დავბრუნდები. წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლა და ინტენსიური საარჩევნო კამპანიაა," - დაწერა დოდონმა ფეისბუქის გვერდზე.

2023 წლის 14 სექტემბერს მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ დოდონს, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

დოდონი ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, ფიქტიური სამედიცინო ცნობის აღების ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები