დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:09 | 23 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

ზელენსკი: რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნა კონტრპროდუქტიულია

სამშაბათს, ნიუ-იორკში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცალკეული რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნა თვითმკვლელობად და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება.

ვითარების არსი: ზელენსკის თქმით, მან ურსულა ფონ დერ ლაიენთან სანქციების საკითხი განიხილა.

  • "იმ დროს, როდესაც რუსეთი სასტიკად ბომბავს ჩვენს ხალხს და ახლაც კი, გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, ბევრ რეგიონში გრძელდება საჰაერო განგაში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამო, სიგნალები ცალკეული რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ თვითმკვლელობად და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება," - აღნიშნა ზელენსკიმ.
  • მისი თქმით, ომები სრულდება სიმტკიცითა და ძალით და არა აგრესორთან დაახლოებული პირებისთვის დათმობებზე წასვლით.
  • მან მადლობა გადაუხადა ფონ დერ ლაიენს მზადყოფნისთვის, იმუშაონ ევროკავშირის სასანქციო სიებში სხვა რუსული გვარების შეყვანაზე. 

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის ხელმძღვანელთან განიხილა, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის ფინანსური სტაბილურობა მიმდინარე და მომდევნო წელს.

  • ევროკავშირის საბჭომ სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ 36 თვით გაეგრძელებინა შეზღუდვები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან საფრთხის შექმნაზე, თუმცა სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი.
  • ამჟამინდელი შეზღუდვები ვრცელდება 3 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე და ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, აქტივების გაყინვას, ასევე სიის შემადგენლობაში მყოფი პირებისა და ორგანიზაციებისთვის სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.
  • "სანქციების გადახედვის ფარგლებში საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეგრძელებინა სიის მოქმედება სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირისთვის, ასევე სიიდან ამოეღო სამი გარდაცვლილი პირი," - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

დიდი სურათი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ "სირცხვილი და გაუმართლებელი" უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების შესახებ.

  • ლატვიამ გამოაცხადა, რომ ეროვნულ სანქციებს დაუწესებს რუსი ოლიგარქებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე