ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"დღეს 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი კვლავ უარობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", - ვკითხულობთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.