გაერთიანებული საამიროები საფრანგეთისგან 80 ‘რაფალს’ შეიძენს

 

გაერთიანებული არაბული საამიროები 80 „რაფალს“, ფრანგული წარმოების გამანადგურებელ თვითმფრინავს შეიძენს.

საამიროების მიერ საფრანგეთთან დადებული შესყიდვის ხელშეკრულება ისტორიაში სამხედრო თვითმფრინავების ყველაზე დიდი კონტრაქტია.

სპარსეთის ყურის გავლენიანი სახელმწიფო საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან 12 „კარაკალის“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენსაც შეიძენს.

ჯამში, კონტრაქტის ღირებულება 17 მილიარდ ევროს აღწევს.

ხელშეკრულების გაფორმება ემანუელ მაკრონის აბუ დაბიში ვიზიტს დაემთხვა.

„რაფალების“ შესყიდვით საამიროები ყურის სხვა კონკურენტ ქვეყანასთან, კატართან სამხედრო პარიტეტის მიღწევას ცდილობს, რომელმაც საფრანგეთისგან 36 გამანადგურებელი შეიძინა.

მსგავსი სიახლეები