კვლევა: ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტრამპი ზედმეტად დაუახლოვდა რუსეთს

ამერიკელებში იზრდება უკმაყოფილება დონალდ ტრამპისა და რუსეთის პოზიციების დაახლოების გამო, თუმცა პრეზიდენტის მხარდაჭერის რეიტინგი სტაბილურია და 44%-ს არ ჩამოსცდენია.
ამის შესახებ სოციოლოგიური კომპანია Ipsos-ის მიერ Reuters-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგები მეტყველებს.
11-12 მარტს ჩატარებული კვლევაში სულ 1422 ზრდასრული ამერიკელი გამოკითხეს - შეხედულებას, რომ დონალდ ტრამპი ზედმეტად დაუახლოვდა მოსკოვს გამოკითხულთა 56% დაეთანხმა, მათ შორის 89% დემოკრატები და 27% რესპუბლიკელები. ამ შეხედულებას არ იზიარებს გამოკითხულთა 40%.
ამასთანავე გამოკითხულთა 44%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ტრამპის მიდგომას, რომელიც უკრაინის დახმარებას იშვიათი მინერალების შეთანხებას უკავშირებს - ამ ინიციატივას მხარს უჭერენ რეპუბლიკელების 2/3 და ყოველი მეხუთე დემოკრატი.
ამერიკელებს ასევე კითხეს ტრამპის განცხადებებზე ქვეყნის ტერიტორიის გაზრდის შესახებ - ტერიტორიული გაფართოების საკითხი პრიორიტეტული მხოლოდ გამოკითხულთა 1%-ისთვისაა. უმრავლესობა (61%) მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მთავარი საზრუნავი ინფლაციასთან ბრძოლა უნდა იყოს.