მარკ რუტე: უკრაინა ნატოში გაწევრიანებასთან უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარ რუტე, რომელმაც ამ პოსტზე იანს სტოლტენბერგი შეცვალა, თავისი პირველი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ კიევის ნატოში გაწევრიანება ახლოა, ვიდრე ოდესმე.

გენერალური მდივანმა მოლაპარაკებისას აღნიშნა, რომ დახმარების გარდა, ალიანსისთვის პრიორიტეტულ ამოცანას უკრაინის იარაღის მარაგის შევსება წარმოადგენს. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვლის უფლება და ამ საქმეში მის მხარეს საერთაშორისო სამართალიცაა.

გენმდივანი შეეხო უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებასაც და განაცხადა, რომ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება, ალიანსის წევრი ქვეყნების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება.

რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსის ყოველი წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, თუ რა შეზღუდვები იქნება უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე.

თავის მხრივ, ზელენსკიმ უკრაინის ცის დასაცავად ნატოს პოზიციის ცვლილებაზე იმედი გამოთქვა.

"ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, მოკავშირეების ერთიანობის წყალობით, ახლო აღმოსავლეთში ხალხის სიცოცხლეების გადარჩენა. ირანული რაკეტების ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან" - განაცხადა ზელენსკიმ, და დააზუსტა, რომ უკრაინის მოკავშირეები ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, კიდევ ერთხელ მოუწოდა თავის პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების აუცილებლობა.

"ჩვენს რეგიონში პარტნიორების უფრო მეტი სიმტკიცე - ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული ქალაქი ვუჰლედარიდან შეიარაღებული ძალების უკან დახევაზე კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენა - "ჩვენ უნდა დავიცვათ მათი სიცოცხლე, რადგან ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი შენობა-ნაგებობები" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები