მიწისძვრა ავღანეთში: 920 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი დაშავდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის Twitter-ის ცნობით, 22 ივნისის ღამით აღმოსავლეთ ავღანეთის მთიან რაიონებში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის წყარო დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე იყო. შედეგად დაზარალდა პაქტიკას პროვინციის ნაკის, ზიროკის, ბარმალისა და გაიანის ოლქები, ასევე ხოსტის პროვინცია. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ პაკისტანში, უზბეკეთსა და ინდოეთში, წერს Associated Press.

AP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 920 ადამიანი დაიღუპა და 600 მეტი კი დაშავდა.

მიწისძვრა სეისმურად აქტიურ რეგიონში, ინდოეთის და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილას მოხდა. 14 ივნისს ამ რაიონში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

 

მსგავსი სიახლეები