ნორვეგია გერმანიისგან 54 ტანკ Leopard 2A7-ს შეიძენს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა გერმანიისგან 54 ახალი თაობის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკს შეიძენს. მისი თქმით, ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება კიდევ 18 ტანკის შესყიდვაზე.
გერმანული საინჟინრო კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ისგან Leopard 2A7 ტანკების შეძენა ოსლოს საშუალებას მისცემს განაახლოს 36 მოძველებული Leopard 2A4 ტანკისაგან შემდგარი შეიარაღება, რომელთა ნაწილიც უკრაინას გადაეცემა.
მთავრობის ცნობით, ხელშეკრულების ღირებულება 19.7 მილიარდი ნორვეგიული კრონია (1.8 მილიარდი ევრო).
ტანკების ზუსტი ღირებულება დასახელებული არ არის.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა აღნიშნა, პირველ ახალ Leopard 2-ებს ქვეყანა 2026 წელს მიიღებს.