NYT: რუსეთის დანაკარგები ომში 300 ათასს უახლოვდება, უკრაინის 180 ათასს

მიმდინარე ომში მხარე ჯამური დანაკარგები 500 ათასს უახლოვდება, აქედან 300 ათასი რუსეთის დანაკარგებია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

გამოცემის ავტორები ხაზს უსვამენ რომ დანაკარგების შესახებ ინფორმაცია რთულად მოიპოვება - რუსეთი ხშირად მალავს და ხელოვნურად ამცირებს დანაკარგების რიცხვს, ხოლო უკრაინასი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

პუბლიკაციის ავტორების თქმით, მათ მიერ მოყვანილი რიცხვები ამერიკული დაზვერვის შეფასებებს ეყრდნობა. ომის 18 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგების ჯამური რიცხვი წყაროს ცნობით 300 ათასს უახლოვდება - 120 ათასი მოკლული და 170-დან 180 ათასამდე დაჭრილი. 

უკრაინის დანაკარგები ჯამურად 180 ათასის ფარგლებშია - 70 ათასი მოკლული, 100-120 ათასი. რიცხვებიდან ჩანს, რომ რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისას, მაგრამ სპეციალისტები ხაზს უსვამენ რუსეთის სამობილიზაციო რესურსის სიჭარბეს. 

ამაზე მეტყველებს ანალიტიკოსების შეფასებები რუსეთის და უკრაინის სიდიდესთან დაკავშირებითაც. ანალიტიკოსების შეფასებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამ დროისთვის 500 ათასამდე ადამიანი მსახურობს, ხოლო რუსეთის არმიაში 1.3 მილიონი. 

ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია მოქმედი სამხედრო შენაერთები, რეზერვები, გასამხედროებული ფორმირებები, მათ შორის ვაგნერიც.

კონტექსტი 

ბოლო რიცხვები მხარეებს დანაკარგების შესახებ აშშ-ს გაერთიანებული შტაბების სარდალმა, გენერალმა მარკ მილიმ გასული წლის ნოემბერში გააჟღარა. მილი ამბობდა, რომ დანაკარგები ორივე მხარეს მეტნაკლებად თანაბარია და ჯამურად 200 ათასის ფარგლებშია. 

დანაკარგებზე იყო საუბარი გაზაფხულზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ე.წ. პენტაგონის საიდუმლო ქაღალდებშიც. ერთ-ერთი გაჟონილი დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის დანაკარგები 2023 წლის თებერვლისთვის 17.500 მოკლული იყო, ხოლო რუსეთის 43 ათასი. 

მსგავსი სიახლეები