პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავარდა: 30 ადამიანი დაიღუპა, 100 - დაშავდა
სამხრეთ პაკისტანში მატარებლის რელსებიდან გადავარდნას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და 100 - დაშავდა.
ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Hazara Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი საჰარას რკინიგზის სადგურთან, ნავაბშაჰში გადაბრუნდა. ინცინდენტი ქვეყნის უდიდესი ქალაქიდან, ყარაჩიდან დაახლოებით 275 კილომეტრში მოხდა.
დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პაკისტანის მოძველებულ სარკინიგზო სისტემაზე ავარიები იშვიათი არ არის.
რკინიგზის მინისტრმა საად რაფიკმა თქვა, რომ წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მატარებელი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა და ისინი ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია რელსებიდან გადავარდნა.
ყარაჩიში რკინიგზის სპიკერმა განაცხადა, რომ სულ მცირე რვა ვაგონი გადავიდა რელსებიდან.
ნავაბშაჰის მთავარ საავადმყოფოებში და სინდის პროვინციის მეზობელ რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სინდის პროვინციის რაიონებს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.