დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

23:09 | 14 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

ზელენსკი: მტკივნეულია, როდესაც ტრამპი მეორე მხარეს ირჩევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები ცდებიან და "მტკივნეულია," როდესაც ის სხვა მხარეს ირჩევს. ამის შესახებ მან გადაცემაში Piers Morgan Uncensored ისაუბრა.

ვითარების არსი: ზელენსკის ჰკითხეს, გრძნობს თუ არა "ღალატს" იმის გამო, რაც ბოლო დროს მოხდა, კერძოდ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის "დიზელის შეთანხმება."

  • "მართლაც, დიახ. გულწრფელად რომ ვთქვათ. მაგრამ სიტუაცია ცოტა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. დიახ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გადაირჩინოს თავი," - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.
  • მას ასევე ჰკითხეს, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ ტრამპმა და პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.
  • "სამწუხაროა, რომ ვკარგავთ, ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს. ეს ჩემი აზრია," - უპასუხა ზელენსკიმ.

სტრიქონებს შორის: დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ უკრაინა "კარგავს" აშშ-ს, ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ."

  • "დიახ. მაგრამ არა ჩვენი მიზეზით. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სუსტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით. ჩვენ არ ვყიდით ჩვენს ქვეყანას. მოუსმინეთ, მეგობრებო, ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის. ეს ჩვენი სიცოცხლეა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სხეული, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები. და ეს საოცრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ არის მტკივნეული, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს - არა ჩვენს მხარეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
  • ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ტრამპი "შუამავლად დარჩეს."
  • "მაგრამ თუ შუაში ხარ, შუაში უნდა დარჩე და არ გადახვიდე არასწორ მხარეს. მიმაჩნია, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით. ეს არ არის ისტორიის ის მხარე, რომელიც სწორია," - ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიდი სურათი: გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობაზე შეზღუდვები დაეწესებინა, იყო შეცდომა, რომელიც ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს.

  • მედია წერდა, რომ პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისას მათ სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე