დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:30 | 27 ნოემბერი, 2026 — ირანი

ირანში სიკვდილმისჯილი ქალები ციხიდან დახმარებას ითხოვენ - BBC

ირანში, იანვრის ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით, ექვს ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ერთ-ერთი მათგანი, 21 წლის თარანე რაჰიმი, განაჩენის აღსრულებას ელოდება. მის ტყუპისცალ დას, რომინას, იმავე საქმეზე 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


დების შესახებ BBC-ის სპარსულ სამსახურს მათმა ბიძაშვილმა უამბო. სასიკვდილო განაჩენების შესახებ მონაცემებს კი გამოცემა გაეროს სპეციალურ მომხსენებელ, მაია სატოზე დაყრდნობით ავრცელებს.


დების საქმე: BBC-მ განაჩენის ნაწილი მოიპოვა. დოკუმენტში წერია, რომ თარანემ ცივი იარაღი იშიშვლა იმ განზრახვით, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო.


  • მისი და რომინა სასამართლომ თანამონაწილედ ცნო.
  • დების ბიძაშვილის თქმით, ორივე და უარყოფს ბრალდებას. ბიძაშვილი ამბობს, რომ თარანეს აღიარებით ჩვენებაზე ხელი მუქარით მოაწერინეს - გამომძიებლები დაემუქრნენ, რომ მის თვალწინ რომინას გააუპატიურებდნენ.


ხმა ციხიდან: მაშჰადის ციხიდან დახმარებას ითხოვს ინჟინერი მაჰბუბე შაბანი. უფლებადამცველების ცნობით, იანვრის აქციების დროს მას დაჭრილი დემონსტრანტები გადაჰყავდა.


  • სექტემბერში, შაბანის, ჯაშუშობის შესახებ კანონით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
  • Amnesty International შაბანისა და დების საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
  • ლონდონში ირანის საელჩო უარყოფს პატიმრების წამების ბრალდებას და აცხადებს, რომ მხოლოდ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასჯა არავისთვის მიუსჯიათ.


კონტექსტი: აქციები დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო. იანვარში პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა და ირანის სასულიერო მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.


  • სატოს მონაცემებით, იანვრის აქციებთან დაკავშირებით ირანში სულ მცირე 39 ადამიანი უკვე დასაჯეს სიკვდილით.
  • ქალებისთვის გამოტანილი ექვსი სასიკვდილო განაჩენიდან სამი მოგვიანებით გაუქმდა. ამ სამი საქმიდან ორს სასამართლო ხელახლა განიხილავს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე