10:42 | 27 ნოემბერი, 2026 — საუდის არაბეთი
ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Reuters იემენელ ჰუსიტებთან მებრძოლი, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: ქალაქ ჯაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იემენის საზღვართან ახლოს მდებარეობს და დღე-ღამეში 400 ათას ბარელამდე ნედლი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს.
- კოალიციამ ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პლატფორმა გაანადგურა, რომელსაც, მისივე მტკიცებით, ჰუსიტები ქარხანაზე მეოთხე თავდასხმის დროს იყენებდნენ.
- ოთხშაბათს ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს როგორც საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრ რას-ტანურაზე, ისე წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯიდასა და ჯაზანის პორტებზე განხორციელებულ იერიშებზე.
სტრიქონებს შორის: საუდის არაბეთის კოალიციის ცნობით, მათ რას-ტანურას თავზე ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი ჯიდას პორტთან ახლოს ერთი დრონი გაანადგურეს.
- 26 ნოემბერს, მიწოდების შეფერხების შიშის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა, რასაც წინ უძღოდა ჰუსიტების განცხადებები რას-ტანურაზე დარტყმის შესახებ და ირანის მიერ გავრცელებული ცნობები ტანკერების ნაღმებზე აფეთქების თაობაზე.
- 5 ნოემბერს, ჰუსიტებმა ასევე განაცხადეს, რომ ერ-რიადის ფინანსური ცენტრი დაბომბეს.