დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:46 | 26 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა "ლუკოილის" უცხოური აქტივები შეისყიდა

ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ განაცხადა, რომ "ლუკოილთან" გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კონსორციუმი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მონაწილეობით - სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის საერთაშორისო აქტივებს შეიძენს. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვითარების არსი: ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეული გარიგება "ლუკოილის" 10 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდების კომპანიის უცხოურ აქტივებში გაცვლას ითვალისწინებს.

  • შეთანხმება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა და უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) უნდა დაამტკიცონ.
  • ვაშინგტონი მომავალი მოგებიდან წილსა და მმართველ საბჭოში ადგილს მიიღებს მას შემდეგ, რაც კერძო ინვესტორები კაპიტალსა და შეთანხმებულ ამონაგებს ამოიღებენ. ბოელისა და DFC-ის თქმით, ეს შეზღუდავს მოსკოვის მიერ ომის დაფინანსებას და სტრატეგიულ ბაზრებზე რუსულ გავლენას ამერიკულით ჩაანაცვლებს.

სტრიქონებს შორის: "ლუკოილის" საერთაშორისო პორტფელი - რომელიც 40-მდე ქვეყანაში ოპერირებას, ნავთობის საბადოებს (მათ შორის აზერბაიჯანსა და ყაზახეთში), ევროპის ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს მოიცავს - დაახლოებით 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

  • გასაცვლელი აქციები ამერიკული და ბრიტანული ფონდებისგან შეიძინეს; ისინი 2022 წელს გაიყინა და ჩამოიწერა. ბოელის თქმით, ამერიკელებისთვის უსარგებლო აქციები იცვლება ნაღდ ფულში, ხოლო თავად აქციები "შუა დერეფანში" მდებარე რეალურ აქტივებში.
  • იმისთვის, რომ "ლუკოილმა" ფინანსური სარგებელი არ მიიღოს, ეს აქციები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ანგარიშზე განთავსდება.

დიდი სურათი: გარიგების დასრულებას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს, ერთობლივ საწარმოს კი სახელი შეეცვლება.

  • გასულ კვირას კონსორციუმი დატოვეს სირიელ-კატარელმა ძმებმა ალ-ხაიატებმა და აბუ-დაბის International Holding Company-მ, რითაც პროექტს ჩამოშორდნენ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული ინვესტორები.
  • ტრამპის მეორე ვადის პირობებში DFC აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიულ ენერგეტიკულ გარიგებებში და კერძო სექტორისთვის ერთგვარ "უსაფრთხოების გარანტიას" ქმნის.
  • მანამდე "ლუკოილის" აქტივების შეძენა Gunvor-სა (ამჟამად Centalion) და Carlyle Group-ს სურდათ, თუმცა მათ გარიგებები სანქციებისა და OFAC-ის ლიცენზიის არქონის გამო ჩაეშალათ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე