რუსეთის ომი უკრაინაში: 27 თებერვლის მთავარი მოვლენები

ორი უკრაინელი მაშველი დაიღუპა რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თუმცა უკრაინის ხელისუფლების ცნობით, საჰაერო ძალებმა შეტევის დიდი ნაწილი მოიგერია. 

კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრემლმა შეტევა 14 დრონით განახორციელა, საიდანაც 11 განადგურდა. 

გთავაზობთ დღევნადელი დღის 7 მთავარი მოვლენას: 

  • ხმელნიცკის რაიონში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ, ორი უკრაინელი მაშველი გარდაიცვალა, როგორც ამას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გარდა ამისა, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის საჰაერო ძალებმა თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელეს. 
  • სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის დაბომბვის შედეგად. ადგილობრივი პირების თანახმად, საჰაერო იერიშები, დონეცკის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად ხორციელდებოდა. 
  • უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა, კიევის შემოგარენში 14 ირანული დრონის გამოყენებით შეტევის სცადა, თუმცა მათი უდიდესი უმრავლესობა - 11 "შაჰედი", უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა
  • კრემლი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს: უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციის თანახმად, რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციის ჩატარებას აძლიერებენ, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა, სხვადასხვა ქალაქებში - ბახმუტში, ლიმანში, კუპიანსშკი, ავდიივსკასა და შახტარსკში 81 შეტევა მოიგერიეს. 
  • გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ "ადამიანის უფლებების ყველაზე მასიური დარღვევა გამიწვია", რისი შედეგიც სიკვდილი, ნგრევა და ადამიანების მიერ საკუთარი სახლების დატოვებაა. 
  • კრემლმში უარს ამბობენ, კომენტარი გააკეთონ ჩინეთის მიერ რუსეთის შესაძლო სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. CNN-ის ინფორმაციის თანახმად, პეკინში განიხილავენ, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები და საბრძოლო მასალები მიაწოდონ. 
  • მოლდოვაში დაძაბულობა გრძელდება: კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი შეშფოთებულია სეპარატისტულ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით და მდგომაროებას აქტიურად აკვირდება. მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებს. 

მასალა მომზადებულია CNN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

 

მსგავსი სიახლეები