რუსი ბოევიკები დონბასის სოფლებს ბომბავენ

 

დონბასში ბოევიკების მასირებული არტილერიული შეტევები გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და გამოიჩინონ სიფრთხილე. 

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შასტიეს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"ქალაქ შასტიესთან ახლოს დილით განხორციელდა არტილერიული დაბომბვა. დაბომბვის არეალში მოხვდა სოფელი ძველი აიდარი და ლობაჩევო. დაბომბვების განმეორების რისკი მაღალია."- წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქალაქ შასტიეს შემოგარანის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე რუსმა ბოევიკებმა დაბომბეს ლუჰანსკის ერთ-ერთი სადგური. დაბომბვის შედეგად ჭურვი მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ბოევიკებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. 

მსგავსი სიახლეები