ტრამპი: პუტინი არ არის წინააღმდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინი არ არის წინააღმდეგი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორია ვლადიმირ პოზიცია უკრაინაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შემდეგ, ევროპული ჯარების განთავსების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, (რედ. პუტინი) ამას მიიღებს, ვკითხე კონკრეტულად ამის შესახებ, ამას არ აქვს ამასთან პრობლემა."
ტრამპმა უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის იდეას ზოგად კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავს იდეას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო განიხილავს - "ცალსახაა, ჩვენ მათ აღმოვუჩენთ გარკვეულ დახმარებას, ევროპული ქვეყნები ამ პროცესში ჩაერთვებიან, არმგონია, რომ ჩვენგან არსებითი დახმარება დაჭირდეთ."