ტრამპი ზელენსკის ურჩევს არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება რუსეთისთვის მომგებიანია

ვოლოდომირ ზელენსკიარდს პრესსპიკერის თქმით, სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტის უთხრა არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. 

ამის შესახებ სერჰი ნიკიფოროვმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში საუბრისას განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, ზელენსკიმ და ტრამპმა განიხილეს ბოლო მოვლენები, მათ შორის რუსეთის დარტყმა კიევის უმსხვილეს ბავშვთა კლინიკაზე და ქალაქ მიკოლაივზე, რომელსაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

"პრეზიდენტთან საუბარში ტრამპი ძალიან საინტერესო რამ თქვა: მან მოუწოდა ზელენსკის არ დაიჭეროს იმ ფეიკების, რომლის მიხედვითაც მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი" - ამბობს ნიკიფოროვი. 

გარდა ამისა, ნიკიფოროვის თქმით, შედგა პრინციპული თანხმობა შეხვედრის შესახებ, ასევე გამოიკვეთა კონკრეტული დროის მონაკვეთები, როდესაც შეიძლება შეხვედრა შედგეს, თუმცა მისივე თქმით, "კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია."

გარდა ამისა, ნიკიფოროვის თქმით, განიხილებოდა დონალდ ტრამპის შესაძლო ვიზიტიც უკრაინაში. 

კონტექსტი 

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 19 ივლისს შედგა - ეს იყო 2 ლიდერის პირველი საუბარი, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა. 

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობდა, რომ ზელენსკის მას მიულოცა გადარჩენა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ოფიციალურად მიღება. ამავე პოსტში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში 24 საათში დაასრულებს მიმდინარე ომს. 

მიმდინარე კვირას ბრიტანეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ისთან საუბარში განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება ომის სწრაფად დასრულების რეალისტურობაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ ეშინია დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს მხარდაჭერის დაკარგვის. 

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის დახმარების შეწყვეტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 15 ივლისს ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად უკრაინის დახმარების მწვავე მოწინააღმდეგე, სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა. 

 

 

მსგავსი სიახლეები