ტრამპისა და მაკრონის შეხვედრის ფონზე პუტინი ამბობს, რომ ზელენსკი არალეგიტიმურია
.jpg)
ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის ფონზე ვლადიმირ პუტინმა დაუანონსებელი თათბირი გამართა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომზე და აშშ-სთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
დაუანონსებელი თათბირის დასრულების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის აშშ-სთან ერთად იშვიათი მინერალების მოპოვებაზე იმუშაოს, "მით უფრო, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი წიაღისეული გვაქვს, ვიდრე უკრაინას."
პუტინმა განაცხადა, რომ არ არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების წინააღმდეგი, თუმცა მორიგ ჯერზე განმარტა, რომ "რუსეთი არ შეეგუება ისეთ უკრაინას, რომლისგან რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეექმნება."
რუსეთის დიქტატორმა, რამდენიმე წუთი მიუძღვნა უკრაინის პრეზიდენტზე საუბარს და მას "ტოქსიკური ფიგურა" უწოდა. "ზალუჟნის ორჯერ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ზელენსკის. პუტინმა დონალდ ტრამპის უკრაინას არჩევნების ჩატარებისკენ იმიტომ მოუდებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაჯანსეღება სურს.
პუტინი ამბობს, რომ წარმოდგენა თითქოს, ტრამპის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთს აძლევს ხელს არ არის სიმართლე - "მაგრამ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ."
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის დასრულების კონკრეტულ გეგმაზე ჯერ არც უსაუბრია, ხოლო უახლოესი მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება.
ამასთანავე პუტინის თქმით, მას მოსწონს დონალდ ტრამპის იდეა თავდაცვის ხარჯების ერთობლივი შემცირების იდეა.