თუ შეთანხმების ჩავარდება სენატი მხარს დაუჭერს 500%-იანი ტარიფებს რუსულ ნავთობზე

შეერთებული შტატების მედიაციით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობის შემთხვევაში სენატის უმრავლესობა მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთის ნავთობის შემსყიდველებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg სენატორ ლინდსი გრემზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა შესაბამისი აქტი. 

  • გრემის თქმით, ინიციატივას სენატში 72 მხარდამჭერი ჰყავს და ის შემთხვევაში ამოქმედდება, თუ პუტინი დათმობებზე არ წავა და სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. 
  • "თუ კი პრეზიდენტი ტრამპი ჩათვლის, რომ ჩიხში შევედით - ელოდეთ სიახლეებს"- ამბობს სენატორი. 

  • გრემის თქმით, მის ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაშიც და საჭიროების შემთხვევაში აქტის გატანა არც იქ იქნება შეფერხებული.

Big Picture: გრემის თქმით, ვლადიმირ პუტინს საბოლოოდ ექნება არჩევანი: დაასრულოს ომი ან გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკა. ინიციატივა ითვალისწინებს რუსული გაზის, ნავთობის, ნავთოპროდუქტებისა და ურანის შემსიდველებისთვის დამატებითი 500%-იანი ბაჟის დაწესებას. 

  • გარდა ამისა, ასეთ კომპანიებს აეკრძალებათ ბიზნესსაქმიანობა შეერთებულ შტატებში. 

  • პროექტით ამერიკელ მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ობლიგაციების შეძენა. 

Context: ინაუგურაციის შემდეგ, რუსეთს ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებითა და სანქციების გამკაცრებით ტრამპი რამდენჯერმე დაემუქრა, მათ შორის ბოლოს 26 აპრილს რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

  • "შესაძლოა პუტინს სინამდვილეში არ სურს ომის დასრულება და ის უბრალოდ თავს იკატუნებს ჩემს წინაშე და ხომ არ არის საჭირო მასთან სხვაგვარად მოქმედება, მაგალითად, საბანკო სექტორის ან მეორადი სანქციების მეშვეობით",- წერდა ტრამპი თავის სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მიმდინარე კვირა იქნება, რომლის შემდეგაც ვაშინგტონი მედიაციის შეწყვეტაზე საუბრობს. 

მსგავსი სიახლეები