უკრაინა: გუშინ 1000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გავანადგურეთ

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 159 090 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 12 მარტს ფეისბუქზე განაცხადა.

გუშინდელი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1090-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.

უკრაინაში რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 3466 (+8);
  • ჯავშანტექნიკა - 6769 (+7);
  • საარტილერიო სისტემები - 2487 (+4);
  • სარაკეტო სისტემები - 493;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 259 (+2);
  • თვითმფრინავები - 304;
  • ვერტმფრენები - 289;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 2108;
  • ფრთოსანი რაკეტები - 907;
  • გემები / ნავები - 18;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 5348 (+4);
  • სპეცტექნიკა - 242.

მსგავსი სიახლეები