უკრაინა: რუსებმა კუნძული ზმეინი დატოვეს

ღამით, ზმეინის კუნძულზე უკრაინის შეიარარებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგი ეტაპის შედეგად, მტერმა ნაჩქარევად დატოვა კუნძული და გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული კატარღით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" სარდლობა ავრცელებს.

"ახლა ზმეინი იწვის, ისმის აფეთქებების ხმა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის დატოვებას "კეთილი ნების ნაბიჯი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები