უკრაინამ და აშშ-მა მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
State Of Play: "აშშ-ს ხაზინის მდივან სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ." - აღნიშნა სვირიდენკომ.
- "აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებაში. ეს შეთანხმება ნათელ სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე." - თქვა ბესენტმა
- "პრეზიდენტმა ტრამპმა წარმოიდგინა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ორივე მხარის ერთგულება გამოეჩინა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. და, ნათლად რომ ვთქვათ, არც ერთ სახელმწიფოს ან ინდივიდს, რომელიც აფინანსებდა ან ამარაგებდა რუსეთის სამხედრო მანქანას, არ მისცემს უფლებას უკრაინის რეკონსტრუქციით ისარგებლოს." - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
Big Picture: სვირიდენკომ წიაღისეულის შეთანხმების ძირითადი დებულებები გამოაქვეყნა:
- "ყველა რესურსი რჩება უკრაინის საკუთრებაში - ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
- საინვესტიციო ფონდი იქმნება 50/50-ზე პარიტეტით. უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად მართავენ ფონდს. არც ერთ მხარეს არ ექნება დომინანტი ხმა.
- შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში - ისინი კვლავაც უკრაინის საკუთრებაში იქნება. კომპანიები, როგორიცაა "უკრნაფტა" და "ენერგოატომ" რჩება უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში.
- შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ფინანსური ვალდებულება შეერთებული შტატების მიმართ.
- შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის ევროინტეგრაციის კურსს.
- დოკუმენტი შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ ეწინააღმდეგება უკრაინის არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას.
- ფონდი შეივსება მხოლოდ ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებით. საუბარია კრიტიკული მინერალების და ნავთობისა და გაზის პროექტების ახალი ლიცენზიებიდან მიღებული თანხების 50%-ზე, რომელიც ფონდის შექმნის შემდეგ ბიუჯეტში შევა. ფონდში არ შედის შემოსავლები უკვე დაწყებული პროექტებიდან ან ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლები.
- შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოზიდვაში DFC (Development Finance Corporation) სააგენტოს მეშვეობით.
- ფონდის შემოსავალი და შენატანები არ ექვემდებარება დაბეგვრას არც შეერთებულ შტატებში და არც უკრაინაში."
სკოტ ბესენტი და იულია სვირიდენკო
Context: 11-12 აპრილს უკრაინის დელეგაციამ ვაშინგტონში ტექნიკური კონსულტაციები გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მინერალური რესურსების ხელმისაწვდომობაზე შეთანხმების შესახებ.
- უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პარტნიორობის და საინვესტიციო ფონდის აღდგენის შესახებ მემორანდუმის ტექსტი.
- უკრაინისა და შეერთებული შტატების მომავალ ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ექნება უფლება ინვესტიციები განახორციელოს როგორც სასარგებლო წიაღისეულის საბადოების განვითარებაში, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.